Sunday, July 3, 2016

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: მდინარე რიონი და მისი ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან მდ. რიონის მდებარეობას,მის ეკოლოგიურ პრობლემებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს.
პროექტის აქტუალობა: მდინარეებზე მწვავე ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას ჰიდროსფეროს შესახებ. შეისწავლიან ჰიდროსფეროს ძირითად  დამაბინძურებლებს  და იმსჯელებენ წყლის რაციონალურ სარგებლობაზე. მდინარის მნიშვნელობაზე  ადამიანის ყოფასა და საქმიანობაზე. შეისწავლიან მდინარის ნაწილებს.
მონაწილეთა ასაკი: 13 წლის.
ვადები /ხანგრძლივობა: 15 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ შეიქმნება ბუკლეტები ,სლაიდები  რომელიც ასახავს ,თუ როგორ არის დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარე რიონი და რა ზიანი მოაქვს მას ცოცხალი ორგანიზმებისთვის და გააცნობენ მოსახლეობას მოსალოდნელ შედეგს. შეიმუშავებენ ნაგვის გადაყრის წესდებას, განალაგებენ ურნებს .
პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსი: ფოტოაპარატი, კომპიუტერი,ინტერნეტი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად , თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება; I ჯგუფი : მოიძიებს ინფორმაციას მდინარე რიონზე , მის შენაკადებზე,  შეისწავლიან რიონის საზრდოობას და რეჟიმს.მოამზადებენ პრეზენტაციას. II ჯგუფი: გაეცნობიან მდ.რიონის ძირითად დამაბინძურებლებს  იმსჯელებენ წყლის რაციონალურ სარგებლობაზე.   III ჯგუფი: გადაუღბს ფოტოებს მდინარე რიონის დაბინძურებულ სანაპიროებს  და  დაამზადებენ ბუკლეტებს .  მუნიციპალიტეტთან ერთად განალაგებენ სოფელში ურნებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: VII.8. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ.
 ·         ასახელებს მდინარის ნაწილებს, აკავშირებს მდინარის საზრდოობას და რეჟიმს;
          ·     მსჯელობს ხმელეთის წყლების მნიშვნელობაზე ადამიანის     ყოფასა და საქმიანობაში;
          ·    ასახელებს ჰიდროსფეროს ძირითად დამაბინძურებლებს და მსჯელობს წყლის რაციონალურ სარგებლობაზე.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ხათუნა ვაწაძე ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: vawadzexato@gmail.com