Sunday, July 3, 2016

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: მდინარე რიონი და მისი ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან მდ. რიონის მდებარეობას,მის ეკოლოგიურ პრობლემებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს.
პროექტის აქტუალობა: მდინარეებზე მწვავე ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას ჰიდროსფეროს შესახებ. შეისწავლიან ჰიდროსფეროს ძირითად  დამაბინძურებლებს  და იმსჯელებენ წყლის რაციონალურ სარგებლობაზე. მდინარის მნიშვნელობაზე  ადამიანის ყოფასა და საქმიანობაზე. შეისწავლიან მდინარის ნაწილებს.
მონაწილეთა ასაკი: 13 წლის.
ვადები /ხანგრძლივობა: 15 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ შეიქმნება ბუკლეტები ,სლაიდები  რომელიც ასახავს ,თუ როგორ არის დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარე რიონი და რა ზიანი მოაქვს მას ცოცხალი ორგანიზმებისთვის და გააცნობენ მოსახლეობას მოსალოდნელ შედეგს. შეიმუშავებენ ნაგვის გადაყრის წესდებას, განალაგებენ ურნებს .
პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსი: ფოტოაპარატი, კომპიუტერი,ინტერნეტი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად , თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება; I ჯგუფი : მოიძიებს ინფორმაციას მდინარე რიონზე , მის შენაკადებზე,  შეისწავლიან რიონის საზრდოობას და რეჟიმს.მოამზადებენ პრეზენტაციას. II ჯგუფი: გაეცნობიან მდ.რიონის ძირითად დამაბინძურებლებს  იმსჯელებენ წყლის რაციონალურ სარგებლობაზე.   III ჯგუფი: გადაუღბს ფოტოებს მდინარე რიონის დაბინძურებულ სანაპიროებს  და  დაამზადებენ ბუკლეტებს .  მუნიციპალიტეტთან ერთად განალაგებენ სოფელში ურნებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: VII.8. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ.
 ·         ასახელებს მდინარის ნაწილებს, აკავშირებს მდინარის საზრდოობას და რეჟიმს;
          ·     მსჯელობს ხმელეთის წყლების მნიშვნელობაზე ადამიანის     ყოფასა და საქმიანობაში;
          ·    ასახელებს ჰიდროსფეროს ძირითად დამაბინძურებლებს და მსჯელობს წყლის რაციონალურ სარგებლობაზე.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ხათუნა ვაწაძე ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: vawadzexato@gmail.com


Monday, June 27, 2016

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
  1–3
4–5
6–7
8–10
ინფორმაციის მოძიება,
კლასიფიკაცია და ორგანიზება
ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია,მაგრამ არ შეუძლია კლასიფიკაცია და ორგანიზება
მოიძიებს ინფორმაციას,
უჭირს ორგანიზება
შეუძლია ინფორმაციის მოძიება,კლასიფიკაცია და დახმარება ესაჭიროება ორგანიზებაში
დამოუკიდებლად მოიძიებს ინფორმაციას, შეუძლია კლასიფიკაცია და ორგანიზება
პრეზენტაციის წარდგენა
ცდილობს განსაზღვროს წყაროს მთავარი საკითხი,ინფორმაცია არაზუსტია
სრულად ვერ ამუშავებს ინფორმაციას,ესაჭიროება მითითებები.ზოგადად აღწერს საკითხს.
კარგად განსაზღვრავს მთავარ საკითხს,განმარტებები ზოგჯერ არაზუსტია
ზუსტად განსაზღვრავს მთავარ საკითხს.საუბრობს ამომწურავად და საინტერესოდ
მსჯელობა , ანალიზი
მოსწავლე ცდილობს გაკვეთილის მსვლელობაში ჩაერთოს მაგრამ უჭირს მსჯელობა
მსჯელობს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში აზრი თანმიმდევრულად არ არის გადმოცემული
აქტიურობს,უსმენს, მსჯელობს ზოგჯერ უჭირს ანალიზი
კარგად მსჯელობს,შეუძლია
ანალიზის გაკეთება,
კონცენტრირებულია.    

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ბუნებრივი სტიქიური  მოვლენები
სწავლების საფეხური
მე–7 კლასი  საბაზო საფეხური
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე. ს.ს.მ ბავშვი არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას.მოსწავლეები გაიგებენ თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:
.მოიპოვონ ინფორმაცია ბუნებრივ–კატასტროფულ მოვლენებზე.(მათი წარმოქმნის მიზეზებსა და შედეგებზე).

.მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენას ბუნებრივ პირობებსა და ადამიანის საქმიანობას შორის.

.გეოგრაფიული ინფორმაციის კლასიფიცირებას.
VII.5    ხსნის მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების კანონზომიერებებს;

VII. 6 მსჯელობს მთიან რელიეფთან დაკავშირებულ ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე;

სტატისტიკური მასალის საფუძველზე ახასიათებენ  მსგავსი ბალიანობის ორ მიწისძვრას(მაგ.სპიტაკის და რაჭის), იმსჯელებენ განსხვავებული შედეგების(მსხვერპლი,ზარალი, ბუნების ტრანსფორმაცია)მიზეზებზე და დააჯგუფებენ ცხრილის საშუალებით.
წინარე ცოდნა
ინფორმაციის მოძიება და ანალიზი .
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული  რუბრიკის საშუალებით.
 რუბრიკის კომპონენტებია:
1. ინფორმაციის მოძიება,კლასიფიკაცია და ორგანიზება ;
2.პრეზენტაციის წარდგენა;
3.მსჯელობა და ანალიზი;
4.დასკვნის გაკეთება;
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი











             გაკვეთილის მსვლელობა/
                საკლასო მენეჯმენტი










სტიქიური მოვლენების ფოტოები : მეწყერი,მიწისძვრა, წყალდიდობა,ცუნამი, ზვავი, ქვათაცვენა,რვარცოფი,ქარბორბალა.
კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ავტოკალამი,თაბახის ფურცლები, მსოფ.ფიზიკური რუკა.

საორგანიზაციო საკითხები–2წთ.
A ფაზა–გამოწვევა 10წთ.
დაფაზე დავწერ სიტყვებს:“ სტიქიური მოვლენები“ და ვსთხოვ მოსწავლეებს,ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი სტიქიური მოვლენები. მათი პასუხები დაიწერება დაფაზე. შემდეგ ვაჩვენებ სლაიდებს – სტიქიური მოვლენები და ვთხოვ მათ ამოცნობას.
B ფაზა –შინაარსის რეალიზება 25 წთ.
კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად,  დავარქმევ რომელიმე სტიქიური მოვლენის სახელს და მივცემ დავალებას: აღნიშნული სტიქიური მოვლენის შესახებ ტექსტისა და წყაროების გამოყენებით შეავსონ სქემა: სტიქიური მოვლენა: ( განმარტება)––გამომწვევი მიზეზები––––გავრცელების არეალები–––შედეგები–––თავიდან აცილების შესაძლო გზები.
 დასრულებულ დავალებაზე ჯგუფები გამართავენ პრეზენტაციას.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს ვსთხოვ იმუშაონ წყვილებში. გაეცნონ წყარო 1–ს და შეადარონ ერთმანეთს სპიტაკისა და საჩხერის მიწისძვრა მოცემული გეგმის მიხედვით: ა) ბალიანობა,ბ) გავრცელების არეალი, გ)მსხვერპლის რაოდენობა და ზარალი.
C ფაზა– გამთლიანება 8წთ.
მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ მოკლედ შევაჯამებ ჩატარებულ აქტივობებს და მივცემ საშინაო დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია:ა) რომელ ქვეყნებში ხდება ხშირად მიწისძვრები და იფრქვევა ვულკანები? ბ) საქართველოს რომელი რეგიონებია მოქცეული ზვავსაშიშ, მეწყერსაშიშ და ღვარცოფსაშიშ მაღალი რისკის ზონებში?