Monday, June 27, 2016

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ბუნებრივი სტიქიური  მოვლენები
სწავლების საფეხური
მე–7 კლასი  საბაზო საფეხური
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე. ს.ს.მ ბავშვი არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას.მოსწავლეები გაიგებენ თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:
.მოიპოვონ ინფორმაცია ბუნებრივ–კატასტროფულ მოვლენებზე.(მათი წარმოქმნის მიზეზებსა და შედეგებზე).

.მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენას ბუნებრივ პირობებსა და ადამიანის საქმიანობას შორის.

.გეოგრაფიული ინფორმაციის კლასიფიცირებას.
VII.5    ხსნის მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების კანონზომიერებებს;

VII. 6 მსჯელობს მთიან რელიეფთან დაკავშირებულ ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე;

სტატისტიკური მასალის საფუძველზე ახასიათებენ  მსგავსი ბალიანობის ორ მიწისძვრას(მაგ.სპიტაკის და რაჭის), იმსჯელებენ განსხვავებული შედეგების(მსხვერპლი,ზარალი, ბუნების ტრანსფორმაცია)მიზეზებზე და დააჯგუფებენ ცხრილის საშუალებით.
წინარე ცოდნა
ინფორმაციის მოძიება და ანალიზი .
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული  რუბრიკის საშუალებით.
 რუბრიკის კომპონენტებია:
1. ინფორმაციის მოძიება,კლასიფიკაცია და ორგანიზება ;
2.პრეზენტაციის წარდგენა;
3.მსჯელობა და ანალიზი;
4.დასკვნის გაკეთება;
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი











             გაკვეთილის მსვლელობა/
                საკლასო მენეჯმენტი










სტიქიური მოვლენების ფოტოები : მეწყერი,მიწისძვრა, წყალდიდობა,ცუნამი, ზვავი, ქვათაცვენა,რვარცოფი,ქარბორბალა.
კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ავტოკალამი,თაბახის ფურცლები, მსოფ.ფიზიკური რუკა.

საორგანიზაციო საკითხები–2წთ.
A ფაზა–გამოწვევა 10წთ.
დაფაზე დავწერ სიტყვებს:“ სტიქიური მოვლენები“ და ვსთხოვ მოსწავლეებს,ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი სტიქიური მოვლენები. მათი პასუხები დაიწერება დაფაზე. შემდეგ ვაჩვენებ სლაიდებს – სტიქიური მოვლენები და ვთხოვ მათ ამოცნობას.
B ფაზა –შინაარსის რეალიზება 25 წთ.
კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად,  დავარქმევ რომელიმე სტიქიური მოვლენის სახელს და მივცემ დავალებას: აღნიშნული სტიქიური მოვლენის შესახებ ტექსტისა და წყაროების გამოყენებით შეავსონ სქემა: სტიქიური მოვლენა: ( განმარტება)––გამომწვევი მიზეზები––––გავრცელების არეალები–––შედეგები–––თავიდან აცილების შესაძლო გზები.
 დასრულებულ დავალებაზე ჯგუფები გამართავენ პრეზენტაციას.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს ვსთხოვ იმუშაონ წყვილებში. გაეცნონ წყარო 1–ს და შეადარონ ერთმანეთს სპიტაკისა და საჩხერის მიწისძვრა მოცემული გეგმის მიხედვით: ა) ბალიანობა,ბ) გავრცელების არეალი, გ)მსხვერპლის რაოდენობა და ზარალი.
C ფაზა– გამთლიანება 8წთ.
მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ მოკლედ შევაჯამებ ჩატარებულ აქტივობებს და მივცემ საშინაო დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია:ა) რომელ ქვეყნებში ხდება ხშირად მიწისძვრები და იფრქვევა ვულკანები? ბ) საქართველოს რომელი რეგიონებია მოქცეული ზვავსაშიშ, მეწყერსაშიშ და ღვარცოფსაშიშ მაღალი რისკის ზონებში?

No comments:

Post a Comment