კრიტერიუმი
|
1–3
|
4–5
|
6–7
|
8–10
|
ინფორმაციის მოძიება,
კლასიფიკაცია და ორგანიზება
|
ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია,მაგრამ არ შეუძლია კლასიფიკაცია და ორგანიზება
|
მოიძიებს ინფორმაციას,
უჭირს ორგანიზება
|
შეუძლია ინფორმაციის მოძიება,კლასიფიკაცია და დახმარება ესაჭიროება ორგანიზებაში
|
დამოუკიდებლად მოიძიებს ინფორმაციას, შეუძლია კლასიფიკაცია და ორგანიზება
|
პრეზენტაციის წარდგენა
|
ცდილობს განსაზღვროს წყაროს მთავარი საკითხი,ინფორმაცია არაზუსტია
|
სრულად ვერ ამუშავებს ინფორმაციას,ესაჭიროება მითითებები.ზოგადად აღწერს
საკითხს.
|
კარგად განსაზღვრავს მთავარ საკითხს,განმარტებები ზოგჯერ არაზუსტია
|
ზუსტად განსაზღვრავს მთავარ საკითხს.საუბრობს ამომწურავად და საინტერესოდ
|
მსჯელობა , ანალიზი
|
მოსწავლე ცდილობს გაკვეთილის მსვლელობაში ჩაერთოს მაგრამ უჭირს მსჯელობა
|
მსჯელობს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში აზრი თანმიმდევრულად არ არის გადმოცემული
|
აქტიურობს,უსმენს, მსჯელობს ზოგჯერ უჭირს ანალიზი
|
კარგად მსჯელობს,შეუძლია
ანალიზის გაკეთება,
კონცენტრირებულია.
|
Monday, June 27, 2016
შეფასების რუბრიკა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ბუნებრივი სტიქიური მოვლენები
|
სწავლების საფეხური
|
მე–7 კლასი საბაზო საფეხური
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე. ს.ს.მ ბავშვი არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
მოსწავლეები შეძლებენ ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას.მოსწავლეები
გაიგებენ თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის
განვითარებაზე
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:
.მოიპოვონ ინფორმაცია ბუნებრივ–კატასტროფულ მოვლენებზე.(მათი წარმოქმნის
მიზეზებსა და შედეგებზე).
.მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენას ბუნებრივ პირობებსა და ადამიანის
საქმიანობას შორის.
.გეოგრაფიული ინფორმაციის კლასიფიცირებას.
VII.5 ხსნის მიწისძვრებისა და ვულკანების
გავრცელების
კანონზომიერებებს;
VII.
6 მსჯელობს მთიან რელიეფთან დაკავშირებულ ბუნებრივ-კატასტროფულ
მოვლენებზე;
სტატისტიკური მასალის საფუძველზე ახასიათებენ მსგავსი ბალიანობის ორ მიწისძვრას(მაგ.სპიტაკის
და რაჭის), იმსჯელებენ განსხვავებული შედეგების(მსხვერპლი,ზარალი, ბუნების ტრანსფორმაცია)მიზეზებზე
და დააჯგუფებენ ცხრილის საშუალებით.
|
წინარე ცოდნა
|
ინფორმაციის მოძიება და ანალიზი .
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით.
რუბრიკის კომპონენტებია:
1. ინფორმაციის მოძიება,კლასიფიკაცია და ორგანიზება ;
2.პრეზენტაციის წარდგენა;
3.მსჯელობა და ანალიზი;
4.დასკვნის გაკეთება;
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
გაკვეთილის მსვლელობა/
საკლასო მენეჯმენტი
|
სტიქიური მოვლენების ფოტოები : მეწყერი,მიწისძვრა, წყალდიდობა,ცუნამი,
ზვავი, ქვათაცვენა,რვარცოფი,ქარბორბალა.
კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ავტოკალამი,თაბახის
ფურცლები, მსოფ.ფიზიკური რუკა.
საორგანიზაციო
საკითხები–2წთ.
A
ფაზა–გამოწვევა
10წთ.
დაფაზე დავწერ სიტყვებს:“ სტიქიური მოვლენები“ და ვსთხოვ მოსწავლეებს,ჩამოთვალონ
მათთვის ნაცნობი სტიქიური მოვლენები. მათი პასუხები დაიწერება დაფაზე. შემდეგ ვაჩვენებ
სლაიდებს – სტიქიური მოვლენები და ვთხოვ მათ ამოცნობას.
B
ფაზა –შინაარსის რეალიზება
25 წთ.
კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად, დავარქმევ
რომელიმე სტიქიური მოვლენის სახელს და მივცემ დავალებას: აღნიშნული სტიქიური მოვლენის
შესახებ ტექსტისა და წყაროების გამოყენებით შეავსონ სქემა: სტიქიური მოვლენა: ( განმარტება)––გამომწვევი
მიზეზები––––გავრცელების არეალები–––შედეგები–––თავიდან აცილების შესაძლო გზები.
დასრულებულ დავალებაზე ჯგუფები
გამართავენ პრეზენტაციას.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს ვსთხოვ იმუშაონ წყვილებში. გაეცნონ
წყარო 1–ს და შეადარონ ერთმანეთს სპიტაკისა და საჩხერის მიწისძვრა მოცემული გეგმის
მიხედვით: ა) ბალიანობა,ბ) გავრცელების არეალი, გ)მსხვერპლის რაოდენობა და ზარალი.
C ფაზა– გამთლიანება 8წთ.
მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ მოკლედ შევაჯამებ ჩატარებულ აქტივობებს
და მივცემ საშინაო დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია:ა) რომელ ქვეყნებში ხდება ხშირად
მიწისძვრები და იფრქვევა ვულკანები? ბ) საქართველოს რომელი რეგიონებია მოქცეული ზვავსაშიშ,
მეწყერსაშიშ და ღვარცოფსაშიშ მაღალი რისკის ზონებში?
|
Subscribe to:
Posts (Atom)