Sunday, July 3, 2016

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: მდინარე რიონი და მისი ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან მდ. რიონის მდებარეობას,მის ეკოლოგიურ პრობლემებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს.
პროექტის აქტუალობა: მდინარეებზე მწვავე ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას ჰიდროსფეროს შესახებ. შეისწავლიან ჰიდროსფეროს ძირითად  დამაბინძურებლებს  და იმსჯელებენ წყლის რაციონალურ სარგებლობაზე. მდინარის მნიშვნელობაზე  ადამიანის ყოფასა და საქმიანობაზე. შეისწავლიან მდინარის ნაწილებს.
მონაწილეთა ასაკი: 13 წლის.
ვადები /ხანგრძლივობა: 15 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ შეიქმნება ბუკლეტები ,სლაიდები  რომელიც ასახავს ,თუ როგორ არის დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარე რიონი და რა ზიანი მოაქვს მას ცოცხალი ორგანიზმებისთვის და გააცნობენ მოსახლეობას მოსალოდნელ შედეგს. შეიმუშავებენ ნაგვის გადაყრის წესდებას, განალაგებენ ურნებს .
პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსი: ფოტოაპარატი, კომპიუტერი,ინტერნეტი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად , თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება; I ჯგუფი : მოიძიებს ინფორმაციას მდინარე რიონზე , მის შენაკადებზე,  შეისწავლიან რიონის საზრდოობას და რეჟიმს.მოამზადებენ პრეზენტაციას. II ჯგუფი: გაეცნობიან მდ.რიონის ძირითად დამაბინძურებლებს  იმსჯელებენ წყლის რაციონალურ სარგებლობაზე.   III ჯგუფი: გადაუღბს ფოტოებს მდინარე რიონის დაბინძურებულ სანაპიროებს  და  დაამზადებენ ბუკლეტებს .  მუნიციპალიტეტთან ერთად განალაგებენ სოფელში ურნებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: VII.8. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ჰიდროსფეროს შესახებ.
 ·         ასახელებს მდინარის ნაწილებს, აკავშირებს მდინარის საზრდოობას და რეჟიმს;
          ·     მსჯელობს ხმელეთის წყლების მნიშვნელობაზე ადამიანის     ყოფასა და საქმიანობაში;
          ·    ასახელებს ჰიდროსფეროს ძირითად დამაბინძურებლებს და მსჯელობს წყლის რაციონალურ სარგებლობაზე.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ხათუნა ვაწაძე ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: vawadzexato@gmail.com


Monday, June 27, 2016

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
  1–3
4–5
6–7
8–10
ინფორმაციის მოძიება,
კლასიფიკაცია და ორგანიზება
ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია,მაგრამ არ შეუძლია კლასიფიკაცია და ორგანიზება
მოიძიებს ინფორმაციას,
უჭირს ორგანიზება
შეუძლია ინფორმაციის მოძიება,კლასიფიკაცია და დახმარება ესაჭიროება ორგანიზებაში
დამოუკიდებლად მოიძიებს ინფორმაციას, შეუძლია კლასიფიკაცია და ორგანიზება
პრეზენტაციის წარდგენა
ცდილობს განსაზღვროს წყაროს მთავარი საკითხი,ინფორმაცია არაზუსტია
სრულად ვერ ამუშავებს ინფორმაციას,ესაჭიროება მითითებები.ზოგადად აღწერს საკითხს.
კარგად განსაზღვრავს მთავარ საკითხს,განმარტებები ზოგჯერ არაზუსტია
ზუსტად განსაზღვრავს მთავარ საკითხს.საუბრობს ამომწურავად და საინტერესოდ
მსჯელობა , ანალიზი
მოსწავლე ცდილობს გაკვეთილის მსვლელობაში ჩაერთოს მაგრამ უჭირს მსჯელობა
მსჯელობს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში აზრი თანმიმდევრულად არ არის გადმოცემული
აქტიურობს,უსმენს, მსჯელობს ზოგჯერ უჭირს ანალიზი
კარგად მსჯელობს,შეუძლია
ანალიზის გაკეთება,
კონცენტრირებულია.    

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ბუნებრივი სტიქიური  მოვლენები
სწავლების საფეხური
მე–7 კლასი  საბაზო საფეხური
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე. ს.ს.მ ბავშვი არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენებას.მოსწავლეები გაიგებენ თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:
.მოიპოვონ ინფორმაცია ბუნებრივ–კატასტროფულ მოვლენებზე.(მათი წარმოქმნის მიზეზებსა და შედეგებზე).

.მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენას ბუნებრივ პირობებსა და ადამიანის საქმიანობას შორის.

.გეოგრაფიული ინფორმაციის კლასიფიცირებას.
VII.5    ხსნის მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების კანონზომიერებებს;

VII. 6 მსჯელობს მთიან რელიეფთან დაკავშირებულ ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე;

სტატისტიკური მასალის საფუძველზე ახასიათებენ  მსგავსი ბალიანობის ორ მიწისძვრას(მაგ.სპიტაკის და რაჭის), იმსჯელებენ განსხვავებული შედეგების(მსხვერპლი,ზარალი, ბუნების ტრანსფორმაცია)მიზეზებზე და დააჯგუფებენ ცხრილის საშუალებით.
წინარე ცოდნა
ინფორმაციის მოძიება და ანალიზი .
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული  რუბრიკის საშუალებით.
 რუბრიკის კომპონენტებია:
1. ინფორმაციის მოძიება,კლასიფიკაცია და ორგანიზება ;
2.პრეზენტაციის წარდგენა;
3.მსჯელობა და ანალიზი;
4.დასკვნის გაკეთება;
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი











             გაკვეთილის მსვლელობა/
                საკლასო მენეჯმენტი










სტიქიური მოვლენების ფოტოები : მეწყერი,მიწისძვრა, წყალდიდობა,ცუნამი, ზვავი, ქვათაცვენა,რვარცოფი,ქარბორბალა.
კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ავტოკალამი,თაბახის ფურცლები, მსოფ.ფიზიკური რუკა.

საორგანიზაციო საკითხები–2წთ.
A ფაზა–გამოწვევა 10წთ.
დაფაზე დავწერ სიტყვებს:“ სტიქიური მოვლენები“ და ვსთხოვ მოსწავლეებს,ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი სტიქიური მოვლენები. მათი პასუხები დაიწერება დაფაზე. შემდეგ ვაჩვენებ სლაიდებს – სტიქიური მოვლენები და ვთხოვ მათ ამოცნობას.
B ფაზა –შინაარსის რეალიზება 25 წთ.
კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად,  დავარქმევ რომელიმე სტიქიური მოვლენის სახელს და მივცემ დავალებას: აღნიშნული სტიქიური მოვლენის შესახებ ტექსტისა და წყაროების გამოყენებით შეავსონ სქემა: სტიქიური მოვლენა: ( განმარტება)––გამომწვევი მიზეზები––––გავრცელების არეალები–––შედეგები–––თავიდან აცილების შესაძლო გზები.
 დასრულებულ დავალებაზე ჯგუფები გამართავენ პრეზენტაციას.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს ვსთხოვ იმუშაონ წყვილებში. გაეცნონ წყარო 1–ს და შეადარონ ერთმანეთს სპიტაკისა და საჩხერის მიწისძვრა მოცემული გეგმის მიხედვით: ა) ბალიანობა,ბ) გავრცელების არეალი, გ)მსხვერპლის რაოდენობა და ზარალი.
C ფაზა– გამთლიანება 8წთ.
მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ მოკლედ შევაჯამებ ჩატარებულ აქტივობებს და მივცემ საშინაო დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია:ა) რომელ ქვეყნებში ხდება ხშირად მიწისძვრები და იფრქვევა ვულკანები? ბ) საქართველოს რომელი რეგიონებია მოქცეული ზვავსაშიშ, მეწყერსაშიშ და ღვარცოფსაშიშ მაღალი რისკის ზონებში?

Monday, October 19, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ხათუნა ვაწაძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
სოფ. ჭრებალოს საჯარო სკოლა
ქალაქი
სოფ. ჭრებალო
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
 ვიცხოვროთ უსაფრთხოდ
თემის შინაარსი
მეწყრის წარმოქმნის  მიზეზების გამოკვლევა . მის მიერ  გამოწვეული საფრთხეების შესწავლა კონკრეტული მაგალითის საფუძველზე.  მეწყრის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები. ეროზიული ფერდობების განაშენიანება. წყლის ნაკადებისთვის მიმართულების მიცემა.
საგანი
გეოგრაფია
დონე/კლასი  
საბაზო საფეხური  VII   კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
სამი კვირა.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
  1. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.
  2.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
  3. მსჯელობს მთიან რელიეფთან დაკავშირებულ ბუნებრივ კატასტროფულ მოვლენებზე.
4        გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ– კატასტროფული მოვლენებისგან შესაძლო თავდაცვის ღონისძიების შესახებ.    
5        ასახელებს გეოეკოლოგიური პრობლემების შედეგებს და გამოთქვამს ვარაუდს, თუ რა მოხდება მათი გადაუჭრელობის შემთხვევაში.
6        ჩამოთვლის და შეძლებისდაგვარად ახორციელებს მისი აზრით, ქვეყნისთვის ან თავისი რეგიონისთვის აუცილებელ და გარემოსდაცვით ღონისძიებებს.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეებმა შეძლონ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე განსხვავების გაკეთება,ვიცი მინდა ვიცოდე ვისწავლეს საფუძველზე.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა ცვლილებებს ხედავთ გარემოში?
რამ შეიძლება გამოიწვიოს დედამიწის ზედაპირის ცვლილება?

თემატური კითხვები
რა არის მეწყერი?
რა იწვევს მეწყერს?
არის თუ არა ჩვენი საცხოვრებელი ადგილი მეწყერსაშიში რისკის ზონაში?

შინაარსობრივი კითხვები
რა საფრთხეები არსებობს მეწყერსაშიშ ზონაში?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










შეკითხვების დასმა.

ვ–მ–ვ
ცხრილი.

დღიურები.


პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალი და შეკითხვების დასმა.

ვ–მ–ვ ცხრილი.

ჯგუფური კონფერენცია.

შეკითხვების დასმა.
საბ ოლოო სლაიდშოუს შეფასების  კრიტერიუმის ჩამოვალი.

პროექტის შეფასების რუბრიკა.

ვ–მ–ვ ცხრილი.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შევამოწმებ საბაზისო ცოდნას   (ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილის გამოყენებით. შეკითხვების დასმა და ჩანაწერები დამეხმარება წინარე ცოდნის დადგენაში, 21 საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარ შეფასებაში. მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად გამოვიყენებ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას. სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალი კი, მოსწავლეების მიერ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული სტანდარტების გაგების და შესრულების დოკუმენტირებას უზრუნველყოფს. გამოვიყენებ პროექტის რუბრიკას  პროექტის  შესაფასებლად.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
საბაზისო უნარ–ჩვევები, ბეჭვდითი და ელექტრონული წყაროების გამოყენების ცოდნა
პრეზენტაციის პროგრამის ცოდნა
ინტერნეტ ბრაუზერის ცოდნა.
პროგრამა ვორდის მოხმარების საბაზისო უნარ–ჩვევები.
სასწავლო პროცედურები
პროექტზე მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეებს გავაცნობ საპროექტო თემას .დავუსვამ მათ ზოგად და თემატურ  კითხვებს. რა იწვევს დედამიწის ზედაპირის ცვლილებას? შეიძლება თუ არა დედამიწის ნებისმიერ ზედაპირზე ამოქმედდეს მეწყერი? რა იწვევს მეწყერს?  მივცემ 2–3 დღეს , რომ გაეცნონ კითხვებს  და პასუხები ჩაინიშნონ დღიურებში. მასალები მოიძიონ ინტერნეტიდან, აარჩიონ შესაბამისი სურათები სლაიდების გასაკეთებლად. შემდეგ გავმართავ დისკუსიას  და გავიგებ რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები ამ ეტაპისთვის. კლასს დავყოფ სამ ჯგუფად. ჯგუფებს დავუნაწილებ დავალებებს.
  I-ჯგუფი :       მოიძიებს ინფორმაციას მეწყრის  გამომწვევი მიზეზების შესახებ.
II-ჯგუფი:      მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში მომხდარი  მეწყრული მოვლენების შესახებ.
III-ჯგუფი:    ჩაატარებს საველე  სამუშაოებს კონკრეტული მეწყრული უბნის შესწავლის მიზნით , გადაიღებენ და   წარმოადგენენ შესაბამის ფოტო მასალას.

    









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
ძირითადი აქტივობები  შეცვლება მოსწავლეების  ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით განსაზღვრული ალტერნატიული აქტივობებით.

არაინგლისურენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

უფლებას მივცემ გამოიყენოს მშობლიურ ენაზე არსებული ზოგიერთი წყარო.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აქცენტი გააკეთონ საკუთარ ხედვაზე
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
https://www.google.ge/webhp?sourceid=chrome-instant&ion=1&espv=2&ie=UTF-8#q=mewyeri
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.